20:20 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-24 17:32:35, 665 ნახვა

საზოგადოება
ლევან მეხუზლა - დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის

ღვინის ეროვნული სააგენტო თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, უპასუხისმგებლო და ყოველგვარ გონივრულ აზრს მოკლებულია ინიციატივა, მევენახეებმა, რომლებსაც ბუნებრივი პირობების გამო მოსავალი გაუნადგურდათ, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი შარშანდელი მოსავლის მიხედვით მიიღონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 21 ივლისს, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სრულად ჩაიბარებს იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იქნება. დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის თვალსაჩინო წინსვლა იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო ათეულ წელზე მეტია ახორციელებს. სახელმწიფოს მიზანია, ერთი მხრივ, რაციონალური იყოს გადაწყვეტილება ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით და, მეორე მხრივ, დაიცვას მევენახეებისა და მეღვინეების ინტერესები და მოახდინოს დარგის განვითრების მაქსიმალური მხარდაჭერა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics