|
2023-08-24 10:25:35, 598 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მეხანძრე-მაშველებისთვის ცეცხლმედეგი ფორმები და აღჭურვილობა შეიძინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებისთვის 1000 ერთეული ცეცხლმედეგი ფორმა და სპეციალური აღჭურვილობა შეიძინა, რომლის ჯამური ღირებულება 3 491 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცეცხლმედეგი ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, მოადგილესთან ზურაბ პავლიაშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ახალი ცეცხლმედეგი საერთაშორისო "EN"-სტანდარტის ფორმა-აღჭურვილობა, სამომავლოდ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში განაწილდება. მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს პირადი შემადგენლობის ევროპული სტანდარტების სპეციალური ფორმებით, აღჭურვილობითა და ავტო-ტექნიკით მომარაგებას, ასევე, სისტემატურად ახორციელებს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)