|
2023-08-22 16:45:25, 660 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია 28 მისამართზე დასრულდა, სამ მისამართზე კი ამჟამადაც მიმდინარეობს. „მათ შორის, წყალარინების შიდა და გარე ქსელი იცვლება ლიბანის ქუჩის N10-ის N1 კორპუსში, სამივე სადარბაზოში, რისთვისაც 26 580 ლარია გათვალისწინებული. მესამე მიკრორაიონის N11 კორპუსში კი აღნიშნული ქსელი რვავე სადარბაზოში შეიცვლება, რისთვისაც 86 163 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ასევე, ა მიკრორაიონის N67 კორპუსის ყველა სადარბაზოში მიმდინარეობს, რისთვისაც 52 377 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)