|
2023-08-21 20:11:26, 703 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - რეგულაციები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს, პირდაპირ ეხება პაციენტების მომსახურების და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარისხს
2023 წლის ბოლომდე, ბევრი ახალი სტანდარტი და რეგულაცია შემოგვაქვს, რომლებიც მიმართულია ჯანდაცვის სისტემაში, პაციენტზე ზრუნვისა და მომსახურების ხარისხის გაზრდისკენ, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, სექტემბრიდან, ძალაში შედის რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები, რომელიც ქვეყანაში, ამ დრომდე არ არსებობდა და პირველად ინერგება. „ცვლილების მიხედვით, მკაცრად არის განსაზღვრული, რა აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს კლინიკას. ასევე - ოთახის მოწყობის წესი, თითოეულ პაციენტსა და საწოლზე ექიმების, ექთნების, თუ რეანიმატოლოგების რაოდენობა. ეს სტანდარტები, ერთხელ და სამუდამოდ, მოაწესრიგებს რეანიმაციულ და ქირურგიულ მომსახურებას. შესაძლებლობას მოგვცემს, პაციენტი იმართოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების რისკი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)