|
2023-08-21 14:30:20, 613 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე ესპანეთის გუნდი დამაჯერებლად, ანგარიშით 87-0 დაამარცხა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნაკრებმა გუნდმა „Defence Lelos“ მეტოქეს 14 უპასუხო ლელო გაუტანა. „გუნდი შემდეგ შეხვედრას დიდ ბრიტანეთთან 23 აგვისტოს გამართავს, ხოლო 27 აგვისტოს ტონგას დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, დაკავებული ადგილის მიხედვით, ნახევარფინალში მისი მეტოქე გაირკვევა. თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში იმართება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის გუნდი იღებს - საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ტონგა, უზბეკეთი და ფიჯი. რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება და მასში საქართველოს თავდაცვის ძალები მესამედ იღებს მონაწილეობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)