01:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-17 17:36:28, 1449 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ნატოს პოლიტიკა და როლი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ უცვლელია

უკრაინას იქამდე დავუჭერთ მხარს, სანამ ის ომში არ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგმა, რომელიც თავისი ოფისის უფროსის, სტიან იენსენის განცხადებას გამოეხმაურა, განმარტა, რომ ალიანსში მიმდინარეობს შიდა დისკუსიები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი.

ნატოს ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პირობებს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინა გადაწყვეტს.

„ნატოს პოლიტიკა და როლი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ უცვლელია“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ტერიტორიის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს.

სტიან იენსენის განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  "აბსოლუტურად მიუღებლად" მიიჩნია.

მოგვიანებით, იენსენმა საკუთარ განცხადებას შეცდომა უწოდა.

საკითხს გამოეხმაურა თეთრი სახლიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია, რომ საუბარია, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე, უარყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics