|
2023-08-17 16:57:50, 841 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA -ზე ახალ ნომინაციას - Young Creative - წარადგენს
„თიბისის“ მხარდაჭერით, 14-16 სექტემბერს, ბათუმში კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 ტარდება. ფესტივალზე „თიბისი“, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას „Young Creative“ და წლის ყველაზე კრეატიულ ახალგაზრდას გამოავლენს. გამარჯვებულს, განაცხადების შესაბამისად, სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს. „თიბისი“, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, მას შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად აირჩიოს და დაესწროს ნებისმიერ ფესტივალს ან საგანმანათლებლო კურსს კრეატივისა და მარკეტინგის სფეროში. „თიბისი“ და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. „თიბისითვის“, როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მეშვიდე წელია იმართება და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში უწყობს ხელს. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები უძღვებიან. „Young Creative“ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 25 წლამდე, შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მუშაობენ სააგენტოში, მარკეტინგის სფეროში ან არიან ფრილანსერები. განაცხადის შეტანა 17 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. ნომინაციის შესახებ სხვა დეტალების გასარკვევად ეწვიეთ ბმულს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)