|
2023-08-16 13:20:05, 1014 ნახვა
რეგიონი
სოფელ ხოვლეში სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის თანაბრად ხელმისაწვდომობის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სოფელ ხოვლეში ბეტონზე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. "პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარეთან შოთა ბეგლარაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გიორგი მჭედლიშვილთან და ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან თამაზ ხუციშვილთან ერთად გაეცნო. თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ მოედანზე განთავსდება ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და მოეწყობა გარე განათება. სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინასდება და შპს „დანი ქონთრაქშენი“ ახორციელებს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)