|
2023-08-14 12:35:06, 660 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით იოსებაშვილი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. აღნიშნულ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მხარდაჭერით, დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზების აღდგენის სამუშაოები. "განახლებული ადმინისტრაციული შენობა უკვე მასპინძლობს ვიზიტორებს, სადაც მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიის - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების უნიკალური სახეობებისა თუ სალაშქრო მიმართულებების შესახებ. ამჟამად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ყველა არსებული ბილიკის განახლება და ახალი ბილიკების ქსელის დამატება, ჯამში 105 კმ-მდე სიგრძის, თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით: ფანჩატურებით, ცეცხლის დასანთები ადგილებით, ასევე, შენდება ეკოტურისტული კოტეჯები. სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, ბილიკების ქსელის მოსაწყობად, ჯამში, 5 მილიონ ლარამდე თანხაა გამოყოფილი. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული დაცული ტერიტორიაა საქართველოში, მუდმივად მიმდინარეობს ეკოტურიზმის განვითარება, როგორც არსებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება, ისე ახალი მიმართულებების შექმნა, რათა პარკში მოგზაურობა ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)