17:12 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-13 15:09:26, 1085 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანელების 65%-ს ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარება სურს

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის დროშა ყველა ევროპულ ინსტიტუტს ჩამოხსნეს. ამ დროის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს სუბიექტების დამოკიდებულება Brexit-ის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა.

გაზეთ The Independent-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 65%-ს ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარება სურს. ერთი წლის წინ მათი მხოლოდ 55% იყო.

ბრიტანელების ნაწილის აზრით, „ბრექსიტი“ ქვეყნისთვის ნამდვილ წყევლად იქცა: სამთავრობო კრიზისები ერთმანეთს ცვლის, ეკონომიკა ზარალდება. გამოკითხული მოქალაქეების 56% დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან განქორწინებამ სამეფოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თორმეტი თვის წინ ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 44%.

წლების განმავლობაში ბრექსისტები ბრიტანელებს ჰპირდებოდნენ კეთილდღეობას და უკეთეს ცხოვრებას მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირს დატოვებდა. მაგრამ ოპტიმისტური პროგნოზები, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვაში მონაწილე ბრიტანელების უმრავლესობა ევროპულ ოჯახში დაბრუნების მომხრეა, მხოლოდ 22% მიიჩნევს შესაძლებლად 5 წლის განმავლობაში ახალი რეფერენდუმის მოწვევას. პლებისციტის შემთხვევაში გამოკითხულთა 54% ევროკავშირში დარჩენას ამჯობინებს, მანამდე კი ეს მონაცემები 46% არ აღემატებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics