09:27 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 15:36:26, 638 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აგვისტოს ომის გმირების სახელზე აგებულ ტაძარში 2008 წელს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.

"უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და საქართველოს წინაშე მათი ღვაწლი გაიხსენეს.

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით აშენდა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics