11:31 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-05 18:59:29, 1197 ნახვა

საზოგადოება
მღებრიშვილი - დღეს 5 ცხედარი იპოვეს - ცხედრები ნანახია ერთი და იგივე, ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე

დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე, ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში, ღამის განათებებით უწყვეტად გაგრძელდება.

„დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში, სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე, ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე... რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24-საათიან სამუშაო რეჟიმში. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს და ცოცხლები და ჯანმრთელები არიან",- ამბობს მღებრიშვილი.

შეგახსენებთ, შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათისთვის ჩამოწვა.

შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, 20-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა.

მესამე დღეა, სტიქიის ეპიცენტრში სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. შოვში ამ დრომდე ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics