|
2023-08-05 18:17:28, 928 ნახვა
საზოგადოება
პაპუაშვილი - თანხების შეგროვების არანაირი საჭიროება არ არის, ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება, ჟურნალისტებთან სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობაზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მოქალაქეებს სურთ, მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთონ, თუმცა, ამ დროისთვის სამაშველო პროცესი სრულად არის უზრუნველყოფილი ადამიანური რესურსით. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაკარგული ახლობლების შესახებ პასუხებს ელოდება და ის პირებიც, ვინც სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს, სრულად არიან სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი და შესაბამისად, სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიები ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების ფინანსური დახმარების შესახებ, საჭირო არ არის. "მობილიზებულია ყველა ინსტიტუტი, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა და ჩვენი მოქალაქეებიც მოწადინებულები არიან რომ აქ იყვნენ. მნიშვნელოვანია ორი მომენტი: ამ დროისთვის რაიმე მოხალისეობრივი ჩართვის აუცილებლობა არ არის, ხედავთ, რომ აბსოლუტურად სრულად არის ადამიანური ძალით უზრუნველყოფილი პროცესი. ასევე, მინდოდა ყურადღების გამახვილება გუშინ სოციალურ ქსელებში თანხების შეგროვების, დახმარების შესახებ - ამის არანაირი საჭიროება არ არის, ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო. ყველა, ვისი ახლობელიც დაკარგულია და ელოდება პასუხებს ან ისინი, ვინც გამოყვანილია ტერიტორიიდან, არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ვთხოვ ყველას, ერთადერთი, რაც დღეს საზოგადოებას სჭირდება, ეს არის თანადგომა და ჩვენი მაშველების გულშემატკივრობა, რომ მათი საქმიანობა იყოს წარმატებული", - განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)