|
2023-08-05 11:32:13, 757 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: დაახლოებით, 25 ადამიანი, ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება, ყველაფერს ვაკეთებთ მათ გადასარჩენად
„დაახლოებით, 25 ადამიანი, ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება. ყველა სამთავრობო სტრუქტურა, მაქსიმალური კოორდინაციით ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ ცოცხალი" - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს განუცხადა. "დაახლოებით, 25 ადამიანი, ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება. ყველა სამთავრობო სტრუქტურა, მაქსიმალური კოორდინაციით ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ ცოცხალი ჩვენი ეკიპაჟები მობილიზებულები არიან ონში და სტიქიის ეპიცენტრთან ახლოს. ისინი სამედიცინო დახმარებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე - დაკარგულთა ოჯახის წევრებს“, - განაცხადა როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სტიქიის ზონიდან, ვერტმფრენის საშუალებით, 210 ადამიანი და მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები, უვნებლად გამოიყვანეს. მინისტრის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, უმეტესობა უკვე საკუთარ სახლშია და არც დამატებითი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. „მინდა, მადლობა გადავუხადო ეკიპაჟის წევრებს, მაშველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია სამაშველო სამუშაოებში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)