|
2023-08-04 17:37:39, 636 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - რაჭაში სტიქიური უბედურებისას ადამიანების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ
პირადად ჩემი და სამინისტროს თანამშრომელთა სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს, მთელ საქართველოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილი იმედს იტოვებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება და აღნიშნავს, რომ ამისთვის სამაშველო სამსახურები დაუღალავად მუშაობენ. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რაჭაში სტიქიური უბედურებისას ადამიანების დაღუპვის გამო... პირადად ჩემი და სამინისტროს თანამშრომელთა სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს, მთელ საქართველოს - ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა! იმედს გამოვთქვამ, რომ მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება, ამისთვის სამაშველო სამსახურები ამ წუთებშიც დაუღალავად მუშაობენ... ასევე ვიმედოვნებ, რომ ყველა, ვინც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაშია და დახმარებას ელის, ან კონტაქტზე ვერ გამოდის, უვნებლები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს", - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)