|
2023-08-04 17:24:42, 689 ნახვა
საზოგადოება
PSP შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას გაუწევს
PSP შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს პირველადი საჭიროების მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და ბავშვის საფენებით დაეხმარება. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს. როგორც PSP-ს განცხადებაშია აღნიშნული, დახმარების მიღება შესაძლებელია ონში, PSP-ს აფთიაქში, რუსთაველის N2-ში 9 აგვისტოს ჩათვლით. "PSP მწუხარებას გამოთქვამს რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაზარალებულებს პირველადი დახმარების მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და საფენებით დაეხმარება. გვსურს მხარში დავუდგეთ დაზარალებულებს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში; ამისთვის, ქ. ონში არსებულ PSP-ს აფთიაქიდან დაზარალებულებს პირველადი დახმარების ნივთებით, პირველადი საჭიროების მედიკამენტებით (არარეცეპტორული), ბავშვის საფენებითა და ბავშვთა კვებით დახმარებას გაუწევს. დახმარების მისაღებად მოგვწერეთ "ფეისბუქის" გვერდზე პროდუქციის დასახელებების ჩამონათვალი, რაოდენობა და საკონტაქტო ნომერი. დახმარების მიღება შესაძლებელია ონში PSP-ს აფთიაქში, რუსთაველის N2-ში 9 აგვისტოს ჩათვლით",- ნათქვამია PSP-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)