|
2023-08-04 16:42:14, 637 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - ეკიპაჟები სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე დაკარგულთა ოჯახის წევრებს
ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრსა და ონში, მობილიზებულები არიან სამედიცინო ეკიპაჟები, სხვადასხვა კვალიფიკაციისა და მიმართულების ექიმები. ისინი სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე დაკარგულთა ოჯახის წევრებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილი, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება, ამბობს, რომ ვერტმფრენის საშუალებით, დიდი სამაშველო სამუშაოები ჩატარდა და სტიქიის ზონიდან, უსაფრთხო ადგილზე 210 ადამიანია გამოყვანილი. „არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა ისეთი მცირე დაზიანებები, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდათ. სტიქიის ზონაში მობილიზებულ ჯგუფებს კიდევ ემატებიან ექიმები და სამედიცინო ეკიპაჟი. ისინი ადგილზე ყველანაირ სამედიცინო დახმარებას უწევენ დაკარგულთა ოჯახის წევრებს, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და სხვა სამედიცინო დახამების კუთხით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლებმა სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)