|
2023-08-04 15:12:55, 729 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - ასეთი კატაკლიზმები ხდება ყველა ქვეყანაში - საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, ძალიან არასერიოზულია
ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სადაც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ყველას გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა. „მე არ მინდა მაგ თემებზე საერთოდ კომენტარის გაკეთება, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, თქვენ შეგიძლიათ კითხოთ, აქ არიან შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც გაგცემენ კონკრეტულ პასუხებს. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზულია. ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში ჩვენ ყველანი გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის",- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)