|
2023-08-03 16:46:41, 788 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ნათია ბახტაძის მკვლელობა დაადასტურა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ოკუპირებული გალის მცხოვრები ნათია ბახტაძე მოკლულია. ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. "28 ივლისს, ქალაქ ოჩამჩირეში მცხოვრებმა 1998 წელს დაბადებულმა აინარ წვიჟბამ "ლექსუსის" მარკის ავტომობილის სალონში ნათია ბახტაძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. ეჭვმიტანილმა წვიჟბამ აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ გვამი ენგურის მე-3 ვარდნილჰესზე ჩაძირა",- ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხედრის აღმოსაჩენად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ცნობისთვის, ოკუპირებულ გალში მცხოვრები 1995 წელს დაბადებული ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს, მისმა დედამ, იამზე აგუმავამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)