14:51 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 19:57:15, 755 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ ადვოკატ შოთა თუთბერიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადვოკატ შოთა თუთბერიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

უწყება თუთბერიძეს 2 ივნისს პარლამენტთან გამართული ბანერების აქციის დროს ხულიგნობას, პოლიციელის შეურაცხყოფას და დაუმორჩილებლობას ედავება.

"2 ივნისს დამაკავეს პარლამენტის წინ, კიბეებზე ვიყავი ჩამომჯდარი და მედო ფეხებთან პლაკატი, რომელზეც იყო საპროტესტო სიტყვა დაწერილი. ამის გამო დამაკავეს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ბუნებრივია სრულიად უსაფუძვლოდ  და კანონსაწინააღმდეგოდ. 

მე ვფიქრობ ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი ჩემს მიმართ. ამ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა საკმაოდ დიდია და მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე მთავრობა გადაეფარება იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ამ დანაშაულის ჩადენის ბრძანება გასცეს. მე ვფიქრობ რომ ყველა მათგანს მოუწევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, 2 ივნისის აქციაზე სულ 7 ადამიანი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics