03:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 12:48:47, 1534 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში განახორციელეს [ვიდეო]

რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე, იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

კლიმენკოს განცხადებით, ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას, ხოლო მეორე მაღალსართულიან  საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა. 

"რუსებმა ორი რაკეტა ისროლეს. ერთი რაკეტა საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხსართულიან შენობას მოხვდა. ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ხალხია. მაშველები და პოლიცია მუშაობენ",- დაწერა კლიმენკომ სოციალურ ქსელში.

პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საჰაერო განგაშის დასრულებამდე თავშესაფრები არ დატოვონ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics