|
2023-07-31 10:51:27, 717 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის მოქალაქეები საკრუიზო ლაინერს ტოვებენ - ბათუმის პორტთან საპროტესტო აქცია გრძელდება [ვიდეო]
ბათუმის ნავსადგურში შესულ საკრუიზო გემს - ASTORIA GRANDE-ს რუსეთის მოქალაქეები ტოვებენ და ქალაქში ტურისთვის ემზადებიან. რუსი ტურისტები პორტის ტერიტორიიდან სპეციალური მიკროავტობუსის საშუალებით გაჰყავთ. აღნიშნულის პარალელურად, მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. მანამდე, აქციის მონაწილეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და საკრუიზო ლაინერიდან რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად მისულ ავტობუსს პორტთან არ უშვებდნენ. საპროტესტო აქცია ნავსადგურთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა აქციაზე 9 პირი დააკავეს. ცნობისთვის, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე შევიდა. როგორც ტურისტული მოგზაურობის აღწერაშია მითითებული, ბათუმში გემით რუსული ტელეკომპანია RU.TV-ის წამყვანები და რუსული ესტრადის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ბორტზე არიან მომღერლები: დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი, ტესტოსტერონი, ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი. ASTORIA GRANDE-ს საკრუიზო მოგზაურობა 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით პერიოდსა და მარშრუტს - სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული-სოჭი მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს შევიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ იმავე დღეს საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)