18:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-30 12:28:51, 1172 ნახვა

მსოფლიო
TASS - მოსკოვში, ბიზნეს ცენტრის შენობას უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა

მოსკოვში საოფისე კორპუსს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პროპაგანდისტული მედია TASS საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 30 ივლისს დილით მოსკოვის თავზე ჯამში 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. 

თავდასხმის გამო დროებით შეჩერდა ვნუკოვოს აეროპორტის მუშაობა.

"ამაღამ უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. მსუბუქად დაზიანდა ქალაქის ორი საოფისე კორპუსის ფასადები",- განაცხადა მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics