|
2023-07-30 11:29:02, 1569 ნახვა
რეგიონი
ლამისყანაში ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი მეშვიდედ გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში გოგლა რამაზაშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი მეშვიდედ გაიმართა. ჭიდაობა ყოველი წლის 28 აგვისტოს, საეკლესიო-სახალხო დღესასწაულ "ივლიტობა"-ს ტარდება გოგლას შვილიშვილის გიორგი რამაზაშვილის ინიციატივით და მისი მეგობრების, ადგილობრივი ბიზნესმენების და ემიგრაციაში მყოფი ლამისყანელების თანადგომით. კასპიდან ტურნირის აბსოლუტური ფალავნობის გამარჯვებული გიორგი კაციაშვილი (სოფელი ქვემო გომი) გახდა, რომელიც ფულადი პრიზითა და ტრადიციული ყოჩით დაჯილდოვდა. ტურნირის ყველა გამარჯვებულს თასები და პრიზები გადაეცათ. ტურნირს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები. ლამისყანელებისთვის ქართული ჭიდაობა განსაკუთრებული სახეობაა, რასაც საფუძველი ლეგენდარულმა გოგლა რამაზაშვილმა ჩაუყარა. "გასულ წელს სოფელს ახალი თანამედროვე საჭიდაო არენა ავუშენეთ, რომელსაც გოგლას სახელი მიენიჭა. აღნიშნული ტურნირიც ახალ, გოგლას სახელობის საჭიდაოზე გაიმართა", - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)