|
2023-07-26 09:41:22, 1442 ნახვა
მსოფლიო
სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა [ვიდეო]
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, სამხედრო დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა სუნანის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც შოიგუს ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, არმიის გენერალი კანგ სუნ ნამი დახვდა. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის წარმომადგენლები კორეის ომის 70 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვიზიტი მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება. სამუშაო ვიზიტი 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)