|
2023-07-24 15:35:45, 908 ნახვა
საზოგადოება
ცინცაძის ქუჩაზე კიდევ ერთი სკვერი განახლდა
საბურთალოს რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციასა და მოწყობას განაგრძობს. ამჯერად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ცინცაძის ქ. N3-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოების შედეგად, სკვერის ტერიტორია გაიზარდა. 1 200 კვ. მ ფართობზე განთავსდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა. დამონტაჟდა გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემაც. „კეთილმოწყობის დასკვნით ეტაპზე, დაირგო 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და გამწვანდა დასასვენებელი სივრცე. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 253 427 ლარი გამოიყო. სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „მონოლითი 2005“ შეასრულა“,- აღნიშNულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)