19:57 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 09:31:01, 1117 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა [ვიდეო]

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინული მედია Telegram-არხებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შეტევისას თავდაცვის სამინისტროს მახლობლად მდებარე შენობა დაზიანდა, ერთი დრონი კი, ლიხაჩოვის ქუჩაზე, ბიზნესცენტრში ჩამოვარდა. 

იერიშის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომაც.

"24 ივლისის დილას იყო კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ორი უპილოტო საფრენი აპარატით ქალაქ მოსკოვის ობიექტებზე. უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვაგდეთ",- აცხადებენ უწყებაში.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, იერიშს "სერიოზული ზიანი" არ მოჰყოლია.

როგორც "რია ნოვოსტი" წერს, ამ დროისთვის კომსომოლსკისა და ლიხაჩოვის გამზირებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე FSB-სა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics