|
2023-07-22 10:39:44, 1249 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი დასრულდა. ჩემპიონატში ერთმანეთს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები შეეჯიბრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათ ცნობით, მკლავჭიდის ტურნირი სპორტული ღონისძიებების დარბაზში გაიმართა და გამარჯვებულები 60, 70, 80, 90, 100, 100-ზე მეტ კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდნენ. „გენერალი შტაბის სპორტული ღონისძიებების სამსახურისა და მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს საპრიზო მედლები, ხოლო მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამხედროებს გუნდური თასი გადასცეს. თავდაცვის ძალებში სპორტული ტურნირები ხელს უწყობს სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი ყოველწლიურად იმართება“,- აღნიშNულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)