|
2023-07-21 16:24:10, 1237 ნახვა
მსოფლიო
The Guardian - პუტინი ამტკიცებს, რომ პოლონეთი უკრაინის კონფლიქტში პირდაპირ ჩარევას გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ პოლონეთი უკრაინის კონფლიქტში პირდაპირ ჩარევას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს. გამოცემის ცნობით, პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ პოლონეთის მიზანი საკუთარი "ისტორიული ტერიტორიების" უკან დაბრუნებაა. "რაც შეეხება პოლონელ ლიდერებს, ისინი, დიდი ალბათობით, ელიან NATO-ს ქოლგის ქვეშ რამე სახის კოალიციის შექმნას და უშუალოდ ჩარევას უკრაინის კონფლიქტში. ამ გზით, შეეცდებიან უფრო მსუყე ნაჭერი მოიპოვონ და დაიბრუნონ, მათი აზრით, თავიანთი ისტორიული ტერიტორიები - დღევანდელი დასავლეთ უკრაინა", - განაცხადა პუტინმა. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მსგავსი შინაარსის განცხადება გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ Al-Jazeera-სთან ინტერვიუში გააკეთა. "ახლა აშკარაა პოლონეთის სურვილი, შეიჭრას უკრაინის დასავლეთ ნაწილში. სწორედ ამიტომ არ არის უკრაინა NATO-ში მიწვეული",- განაცხადა ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)