|
2023-07-21 14:26:13, 1000 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლები კამპანიის „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრებს განაგრძობენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კამპანიის ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრებს განაგრძობენ. შსს-ს ცნობით, ახალგაზრდულ ბანაკს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის შემდეგ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ”112”-ის დირექტორი გიორგი არსოშვილი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ესტუმრნენ. "სტუმრებმა ბანაკში მყოფ მოზარდებს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ყურადღება გამახვილდა დანაშაულის პრევენციისთვის სამართალდამცველებთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც. შეხვედრის მიზანია, მოზარდებში დანაშაულის პრევენცია, ცნობიერების ამაღლება, როგორც საგზაო, სახანძრო, ასევე სამოქალაქო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით. ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)