|
2023-07-20 17:04:39, 1429 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ავსტრალიამ 35 რუსულ ორგანიზაციას და 10 პირს, მათ შორის რუს მინისტრებსა და მაღალჩინოსნებს ახალი სანქციები დაუწესა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ე.წ. შავ სიაში რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი და ვიცე-პრემიერი დმიტრი ჩერნიშენკო მოხვდნენ. სანქციები დაუწესდათ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ მოწინავე ტექნოლოგიებს, სამხედრო ვერტმფრენებს, აღჭურვილობას აწვდიან შეიარაღებულ ძალებს, ოპერირებენ ბირთვულ ენერგეტიკაში და არქტიკული რესურსების მოპოვებას ახორციელებენ. „დღევანდელი სანქციები ხაზს უსვამს ავსტრალიის ვალდებულებას, იმუშაოს პარტნიორებთან, რათა შენარჩუნდეს ზეწოლა რუსეთზე და მათზე, ვინც მას მხარს უჭერს“,- ნათქვამია ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)