19:57 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 13:59:36, 850 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ აგლაძის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში დასუფთავების აქცია ჩაატარა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა აგლაძის ქუჩა N10, N14 და N16ა-ში მდებარე რეკრეაციულ სივრცეში დასუფთავების ღონისძიება ჩაატარეს. ტერიტორია გაიწმინდა, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო ნარჩენისგან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.

„გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, ნუ დავანაგვიანებთ რეკრეაციულ სივრცეებს. ასეთ ადგილებში საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნარჩენის დაყრა დაუშვებელია. მსგავსი პრობლემების მოგვარებას მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, საზოგადოების თანადგომით შევძლებთ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

დასუფთავების აქციაში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 25 თანამშრომელი და კომპანიის სპეცტექნიკა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics