|
2023-07-20 12:42:47, 948 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - აშშ-დან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ვინ დარჩა? - მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა
აშშ-დან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან - ვინ დარჩა, უკაცრავად? მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა,- ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედთან" ჟურნალისტებს უთხრა, ექსპრეზიდენტი გასინჯა "ყველამ, ვინც საჭირო იყო". "ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან. ვინ დარჩა, უკაცრავად? რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ უსათუოდ? ყველა, ვინც საჭირო იყო, ჩამოვიყვანეთ, გასინჯეს, ნახეს. აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები და ყველამ ნახა. აღარ ვიცი, ვინ უნდა გასინჯოს კიდევ. თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს“,- ამბობს ალასანია. ცნობისთვის, გუშინ, 19 ივლისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ იქნება წინააღმდეგი, "სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ადგილზე სამკურნალოდ".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)