|
2023-07-19 17:16:02, 911 ნახვა
საზოგადოება
მერია - მთაწმინდის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
ვერაზე, გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე VI კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სკვერი ახლებურად დაგეგმარდა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა სრულად შეიცვალა. მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ, პროექტის ფარგლებში, მოეწყო საბავშვო გასართობი ზონები - დამონტაჟდა სხვადასხვა სახის ატრაქციონი, დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო მოსასვენებელი პავილიონები და ტერიტორია შემოისაზღვრა ლითონის მოაჯირებით. ასევე, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები და შესაბამისი ინვენტარი - საპარკო სკამები, ურნები და განათების ქსელი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო. „ჩვენთვის კეთილმოწყობილი სკვერებისა თუ მწვანე სივრცეების მოწყობა პრიორიტეტულია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა უბანში განვახორციელოთ მსგავსი პროექტი. თუმცა, საკმაოდ ხშირია ვანდალური ფაქტები და გვიწევს ერთი და იმავე სკვერების რამდენჯერმე რეაბილიტაცია. ამის ნათელი მაგალითია ეს სკვერი, რომელსაც რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ ჩავუტარეთ. წელს კი, ახლებურად დავაგეგმარეთ და სრულად შეიცალა თითოეული დეტალი. ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან მოსწონთ ახალი სკვერი. ჩვენი თხოვნაა, რომ მოუფრთხილდნენ და მაქსიმალურად შეინარჩუნონ არსებული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. პროექტი მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რაშიც 300 000 ლარი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)