21:51 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 13:40:02, 914 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - გაეროს „მარცვლეულის შეთანხმების“ რუსული ნაწილის შესასრულებლად სამი თვე აქვს

გაეროს „მარცვლეულის შეთანხმების“ რუსული ნაწილის შესასრულებლად სამი თვე აქვს,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, თუ გაერო ამ დროის განმავლობაში არ განახორციელებს მემორანდუმის პირობებს რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესახებ, მოსკოვი არ განაახლებს მოლაპარაკებებს შავი ზღვის გავლით უკრაინის ექსპორტის დაშვების შესახებ შეთანხმებაზე.

„გაეროს ჯერ კიდევ სამი თვე აქვს კონკრეტული შედეგების მისაღწევად. თუ იქნება კონკრეტული შედეგები, ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხის განხილვას“,-განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.

"მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ამოეწურა, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics