|
2023-07-18 20:52:53, 811 ნახვა
საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება
სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. რეგიონს 13-18 ივლისს ფინეთიდან მოწვეული ჟურნალისტი და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ბლოგერები და ფოტოგრაფები სტუმრობდნენ, რომლებმაც ტურისტულად მიმზიდველი ადგილები და ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. ისინი რეგიონს ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (სამცხე-ჯავახეთი DMO) მოწვევით სტუმრობდნენ. ტურის ფარგლებში, მონაწილეებმა იმოგზაურეს რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, მოინახულეს როგორც ტურისტებისთვის ცნობილი ადგილები - ვარძია, ახალციხის ციხე, ბორჯომი, ასევე, შედარებით უცნობი ადგილები და ღირსშესანიშნაობები, გამოცადეს ტურისტული სერვისები და პროდუქტები, გაეცნენ ადგილობრივ სამზარეულოს და ჩაუტარდათ კულინარიის მასტერკლასები. პრეს-ტურის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოპულარიზაცია და კერძო სექტორის ხელშეწყობა. ჟურნალისტებისა და ბლოგერების მიერ მომზადებული სტატიები და სიუჟეტები მონაწილეთა პირად ბლოგებსა და საერთაშორისო მედიასაშუალებებში გამოქვეყნდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)