|
2023-07-18 09:55:18, 758 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - თავდაცვის კოდექსი დისკრიმინაციული რომ იყოს, კონსტიტუციური რისკები იქნებოდა და ამაზე არ წავიდოდით
თავდაცვის კოდექსი რომ იყოს რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციული, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური რისკები იქნებოდა და ჩვენ ამაზე არ წავიდოდით,- აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, კოდექსზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და აღნიშნულ საკითხებს საკმაოდ ფართო პირთა წრე, მათ შორის სამართალმცოდნეები განიხილავდნენ. „სახელმწიფოს მიმართ „გირჩის“ პირველი პრეტენზია იყო, რომ წვევამდელებს ვანაწილებდით სხვადასხვა უწყებებში, რაც აღმოფხვრილი იქნება. თავდაცვის კოდექსი რომ იყოს დისკრიმინაციული რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ, კონსტიტუციური რისკები იქნებოდა და მის განხილვებამდე „გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ბუჭულაძის თქმითვე, „გირჩს“ რელიგიასთან "არანაირი შეხება არ აქვს". "ჩვენ შეცდომა დავუშვით, რომ შინაარსობრივ განხილვაში არ შევედით და ეს ლეგიტიმაცია ცალსახად მივანიჭეთ მათ. რეალურად ეს არ არის ეკლესია, ესენი არ არიან სასულიერო პირები, შესაძლოა მიმდინარეობა დააფუძნონ, მაგრამ არანაირი შეხება მათ რელიგიასთან არ აქვთ და ვერ ექნებათ",- დასძინა ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)