|
2023-07-17 16:43:42, 1108 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი - მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტის შესახებ
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი "მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერების შესახებ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ცინიკურ ნაბიჯს უწოდებს. როგორც ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, "ევროკავშირის სოლიდარობის ბილიკები" გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას. "მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების" შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. "ევროკავშირის სოლიდარობის ბილიკები" გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას",- წერს ლაიენი Twitter-ზე. ცნობისთვის, დღეს, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა დღეს ეწურება, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)