21:49 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 15:45:46, 1362 ნახვა

მსოფლიო
სალივანი - რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა ძვირად დაუჯდება

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა რუსეთს ძვირად დაუჯდება.

სალივანმა აღნიშნულ საკითხზე „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

"რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვებას დანარჩენი მსოფლიო შეხედავს და შეაფასებს როგორც მოსკოვის უარს, მოამარაგოს გლობალური სამხრეთი, აფრიკა, ლათინური ამერიკა და აზია საჭირო და იაფი სურსათით. და და მე ვფიქრობ, რომ მომავალში რუსეთი ამისთვის უზარმაზარ დიპლომატიურ საფასურს გადაიხდის. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის და ამაზე მჭიდროდ ვმუშაობთ უკრაინელებთან",- განაცხადა სალივანმა.

ცნობისთვის, დღეს, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.

"მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა დღეს ეწურება, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics