21:15 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 13:20:02, 768 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - წყნეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა

წყნეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წყნეთში 16 წლის ბიჭის დენის დარტყმის შედეგად გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები ტრაგედიამდე ორი დღით ადრე დაიწყო, რაც მომხდართან კავშირში არ არის. 

„რაც შეეხება დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შაბათს ტერიტორიაზე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, კვირას აღნიშნული სამუშაოები არ ჩატარებულა, ხოლო ორშაბათს უბედური შემთხვევა მოხდა. ყველა სამუშაოს დროს, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები არის გათვალისწინებული. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მოსამზადებელი სამუშაოები მის მოწყობასაც გულისხმობდა. უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ იყო დაწყებული, მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები, რომ ტერიტორიაზე ღობე და შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები ყოფილიყო გათვალისწინებული“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 10 ივლისს წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 16 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics