|
2023-07-14 17:38:33, 953 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში, ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მემორანდუმს ხელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ და ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა იანა ზელინგროვამ მოაწერეს. „პროექტი „ბავშვთა ადრეული განვითარების და ინკლუზიური სერვისების განვითარება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საქართველოში” ახალი სპეციალისტების მომზადებას, ადრეული ასაკის ბავშვთა სერვისების განვითარებასა და სერვისის მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ექსპერტთა ჯგუფი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლისა და ინკლუზიური განათლების არსებული პოლიტიკის ანალიზზე იმუშავებს. პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)