22:06 - 22 Jul, 2026
|
2023-07-14 17:11:24, 1313 ნახვა
საზოგადოება
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებშიც ხდება შესაძლებელი
პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი ცვლილება პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შევიდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრით უფასოდ სარგებლობა 9-26 წლის გოგოებსა და ქალებს შეეძლოთ. "ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (აპვ) - აცრა ტარდება 10-11-12 წლის გოგონებისა და ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი",- აღნიშნულია ბრძანებაში. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)