|
2023-07-14 11:24:45, 774 ნახვა
საზოგადოება
მომსახურების სააგენტოს ავტოპარკი 45 ავტომობილით განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განახლებული ავტოპარკის წარდგენის ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი ბუთხუზი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დაესწრნენ. „მომსახურების სააგენტომ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის 45 ერთეული ახალი ავტომობილი შეიძინა. ახალი ავტომობილები, თანამედროვე GPS სისტემებით არის აღჭურვილი და საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილდება. 45 ახალი ავტომობილის შეძენა უზრუნველყოფს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამსვლელი კანდიდატებისთვის დამატებითი ადგილების გამოყოფას. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)