|
2023-07-12 13:16:05, 686 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი პანდუსის მშენებლობა დასრულდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე არსებული ორმხრივი პანდუსი ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხო ორმხრივ სამანქანო მოძრაობას და საჭირო გახდა ახალი პანდუსის მოწყობა. „საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის პანდუსის მშენებლობა დასრულდა და უკვე რამდენიმე დღეა, მძღოლები სარგებლობენ აღნიშნული გზით. ვინაიდან, აქამდე არსებული ორმხრივი პანდუსი ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხო ორმხრივ სამანქანო მოძრაობას, საჭირო გახდა ახალი პანდუსის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გზა, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის ზღუდეები. ასევე, მოეწყო ახალი გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. საკმაოდ პრობლემური იყო გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩასვლა, იქმნებოდა საავარიო სიტუაციები. პროექტის განხორციელების შემდეგ კი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, აღნიშნული კვანძი პრობლემას აღარ წარმოადგენს და გოთუას ქუჩიდან ჩამსვლელები ისარგებლებენ ახალი პანდუსით“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის შედეგად, გოთუას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გახდა ცალმხრივი და ავტომობილებს გადაადგილება შეუძლიათ სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით. ახალი საავტომობილო გზა კი განკუთვნილია გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელთათვის. პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)