|
2023-07-12 11:18:17, 694 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დაიწყო
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ოფიციალურად გაიხსნა. კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ მელქაძემ, რომელმაც პარტნიორებსა და განსაკუთრებით, ესტონეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს საქართველოში ესტონეთის ელჩმა, რიინა კალიურანდმა და ავსტრიის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, არნოლდ კამელმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ქართველი კოლეგა მასპინძლობს. „ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში“ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ხუთი დღის განმავლობაში ისინი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის პრიორიტეტებსა და რეფორმირების პროცესზე, ეროვნულ, რეგიონულ თუ საერთაშორისო კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ. საუბარი შეეხება სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობას, ქვეყნის წინაშე თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის გაანალიზებას. მონაწილეებს კრიზისული სიტუაციის ამსახველ სიმულაციურ თამაშებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ. „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება. ბოლო ორი წელია საქართველო მას დამოუკიდებლად ატარებს. კურსზე მომხსენებლები არიან საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)