|
2023-07-11 09:04:48, 805 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტების გაერთიანება - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. კომპანიის ცნობით, აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის უმოკლეს დროში მოგვარება. "აეროპორტის შესაბამის სამსახურებს დილის 7 საათამდე მიეცათ დრო, ჩაეტარებინათ ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის, რომ ოპერირების გეგმიურ რეჟიმს დავბრუნებოდით. უმაღლესი პროფესიონალიმზი გამოიჩინეს ჩვენმა თანამშრომლებმა. რეისების გეგმიური მიღება დილის 4 საათიდან დაიწყო. თუმცა შექმნილი სიტუიციის გამომწვევი მიზეზები საჭიროებს დეტალურ გამოძიებას. ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას აეროპორტის ტერიტორიაზე უხვი ნალექის პროგნოზი მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი. შესაბამისად ჩვენ მუშაობის საგანგებო რეჟიმში ვრჩები",- აცხადებს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე. ცნობისთვის, გუშინ, 10 ივლისს უამინდობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა და დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)