|
2023-07-08 19:21:01, 890 ნახვა
საზოგადოება
ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი მოსწავლეები მისაღებ გამოცდებს აბარებენ
8 ივლისს ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი მოსწავლეები მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ, ხოლო 9 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდას. გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცენტრალიზებულად ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ატარებს. აღნისნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოცდების შედეგების მიხედვით, ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული მოსწავლეები, გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. თუ რომელიმე მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო მოსწავლე. „თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას დაემატა ადგილები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროთა შვილებისთვის. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შვილი, რომელიც გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის გამოცდაში 30%-იან ბარიერს რეიტინგული სიის გარეშე ჩაირიცხება ლიცეუმში“,- აღნიშნულია ინფორმაციში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)