|
2023-07-08 15:08:50, 921 ნახვა
საზოგადოება
„პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიჭრნენ [ვიდეო]
"პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა გაარღვიეს სამართალდამცველების კორდონი და შეიჭრნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება იყო დაგეგმილი. აღნიშნულს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეები ღონისძიებისთვის გამზადებულ სცენას, სასცენო მოწყობილობას არბევენ და ინვენტარის ნაწილს წვავენ. ადგილზე, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეების ერთმა ნაწილმა შეკრება დღეს, 12:00 საათისთვის ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაიწყო, შემდეგ კი, ლისის ტბისკენ მსვლელობა გამართა. მათი განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდეს. ცნობისთვის, გუშინ, 7 ივლისს "თბილისი პრაიდმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დღეს, ქუჩის მსვლელობა არ ჩატარდება, ფესტივალი კი გაიმართება კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის და მას საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი ექნება. გუშინვე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად, პოლიციის დანაყოფები ყველა საჭირო ლოკაციაზე იქნებიან მობილიზებულები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)