|
2023-07-08 14:40:01, 875 ნახვა
საზოგადოება
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალია“ დაგეგმილი, ვითარება დაიძაბა
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "პრაიდ ფესტივალია" დაგეგმილი, ვითარება დაიძაბა. "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონის ერთი ნაწილი და ცდილობენ, გადაინაცვლონ იმ ტერიტორიაზე, სადაც "პრაიდ ფესტივალია" დაგეგმილი. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილზე, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. ცნობისთვის, გუშინ, 7 ივლისს "თბილისი პრაიდმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დღეს, ქუჩის მსვლელობა არ ჩატარდება, ფესტივალი კი გაიმართება კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის და მას საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი ექნება. გუშინვე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად, პოლიციის დანაყოფები ყველა საჭირო ლოკაციაზე იქნებიან მობილიზებულები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)