|
2023-07-08 13:57:11, 935 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ. მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ლისის ტბის მიმართულებით, სადაც “პრაიდ ფესტივალია" დაგეგმილი, ცოტა ხნის წინ დაიწყო. როგორც მსვლელობაში მონაწილე პირები აცხადებენ, არ დაუშვებენ, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდეს. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ცნობისთვის, გუშინ, 7 ივლისს "თბილისი პრაიდმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დღეს, ქუჩის მსვლელობა არ ჩატარდება, ფესტივალი კი გაიმართება კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის და მას საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი ექნება. გუშინვე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად, პოლიციის დანაყოფები ყველა საჭირო ლოკაციაზე იქნებიან მობილიზებულები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)